ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკის "SMS სესხი" ახალ მომსახურებას მოიცავს
07/03/2011


პრესრელიზი

7 მარტი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge

"SMS სესხი" ახალ მომსახურებას მოიცავს


თბილისი - 7 მარტი, 2011 - სს "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციური მომსახურება დანერგა. ამიერიდან, "SMS სესხის" მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს მიმდინარე სამომხმარებლო სესხის გადაფარვას და ახალი სესხის მიღებას ერთდროულად, ბანკში მიუსვლელად, ბანკომატის მეშვეობით, სულ რამდენიმე წუთში. თუ მომხმარებელს აქვს მიმდინარე ვალდებულება ან თუნდაც ვალდებულებები ერთი "SMS სესხის" მეშვეობით მარტივად შეძლებს როგორც არსებული სესხის/სესხების გადაფარვას, ასევე ახალი სესხის გააქტიურებას.

მომხმარებელს მიუვა SMS "საქართველოს ბანკის" ნომრიდან 4444, რომ მის სახელზე დამტკიცებულია სამომხმარებლო სესხი და ამავდროულად აქვს მიმდინარე ვალდებულება რომელიც დარეფინანსირდება "SMS სესხის" გააქტიურების შემთხვევაში. სურვილის შემთხვევაში. შMშ-ის მიღების შემდეგ, მომხმარებელს 30 დღის განმავლობაში შეუძლია მიაკითხოს "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ბანკომატს, ჩატვირთოს მისი კუთვნილი პლასტიკური (სადებეტო) ბარათი და გააქტიუროს "SMS სესხი". ბანკომატის ეკრანზე გამოჩნდება მონაცემები მომხმარებლის ახალი სესხის თანხის თაობაზე, გადასაფარი სესხის მოცულობასა და ხსენებულ ორ თანხას შორის სხვაობაზე. SშMS სესხსა" და გადასაფარ სესხს შორის სხვაობა უნდა შეადგენდეს 400 ლარს ან მეტს. ოპერაციის დასრულებისას, მომხმარებელი მიიღებს ქვითარს, სადაც მითითებული იქნება როგორც გადაფარული, ასევე მიღებული "SMS სესხის" მოცულობა.

მომხმარებელს ბანკომატითვე შეუძლია გაეცნოს მასზე დაშვებული "SMS სესხის"  სარგებლობის პირობებს, მათ შორის სესხის ვადასა და საპროცენტო განაკვეთს, ასევე აირჩიოს მისთვის სასურველი გადახდის თარიღი და სესხის თანხა, დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. "SMS სესხით" სარგებლობისთვის, მომხმარებელს არ სჭირდება განაცხადის შევსება და სესხის თანხის გააქტიურება პირდაპირ საკუთარ პლასტიკურ ბარათზე შეუძლია.

"SMS სესხი" ბანკის მიერ წინასწარ მტკიცდება და განკუთვნილია ბანკის სახელფასო მომსახურების პროგრამაში არსებული მომხმარებლისთვის, რომლის ყოველთვიური ხელფასი აკმაყოფილებს სამომხამარებელო სესხით სარგებლობის პირობებს. ასევე აუცილებელია, რომ ბანკში რეგისტრირებული იყოს მომხმარებლის აქტიური ტელეფონის ნომერი, რათა მომხმარებელს მობილურზე მიუვიდეს შესაბამისი შეტყობინება SMS-ით.
 

წაკითხულია: 2732